მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 19:20

19. და წარვიდა მიერ ელია და პოვა ელისე, ძე საფატისი, და იგი ჴნვიდა ათორმეტითა დაუღლვილითა და შეუდგა იგი ათორმეტთა მათ ჴართა და მიიწია ელია მისა და დააგდო ხალენი იგი მისი მის ზედა.20. და დაუტევნა ელისე ჴარნი იგი და მიისწრაფა ელიასა და ჰრქუა: ამბორს-უყო მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა და შეგიდგე შენ. და ჰრქუა მას: მიიქეც მუნვე, რა გიყავნ შენ?21. და უკუნიქცა მისგან და მოიბა სწორ-სწორი ზოგი ჴართა მათ და დაწყჳდნა საქრმითა მით ჴართათა და მოამზადა, და მისცა ერსა მას და ჭამეს და აღდგა ელისე და შეუდგა და მსახურებდა მას.
მესამე მეფეთა თავი 19
20. და დაუტევნა ელისე ჴარნი იგი და მიისწრაფა ელიასა და ჰრქუა: ამბორს-უყო მამასა ჩემსა და დედასა ჩემსა და შეგიდგე შენ. და ჰრქუა მას: მიიქეც მუნვე, რა გიყავნ შენ?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ჲჱ ცხორებისათჳს მონაზონთაჲსა, ვითარ პატიოსან არს და უმჯობეს სოფლიოჲსა მის წარმავალისა:

...მათ ანგელოზთა თანა და შერთვად კრებულსა მათსა. ვერ გულისჴმა-გიყოფს ესრეთ სიტყუაჲ ჩუენი, ვითარ ხილვაჲ თუალითა. ნუ იტყჳ: განვაზრახო ცოლსა ჩემსა და ვიურვნე საქმენი ჩემნი. ესე სიტყუანი დროებისანი დაჴსნილობისა დასაბამ არიან. ისმინე, რამეთუ ინება ვინმე მოკითხვად სახლეულთა თჳსთა, და არა შეუნდო წინაჲსწარმეტყუელმან.

და რად ვიტყჳ მოკითხვასა სახლეულთასა? მამისა თჳსისა დამარხვაჲ ენება მოწაფეთაგანსა ვისმე, და არცა ესე შეუნდო ყოფად ქრისტემან. ; და რაჲმცა იყო უმეტეს ამისა საჭიროჲ და სათანადოჲ საქმე, ვითარ დამარხვაჲ აღსრულებულისა მამისაჲ? არამედ ესეცა დააყენა. რაჲსათჳს-მე ყო ესე? ამისთჳს, რამეთუ ეშმაკი ყოვლითა ძალითა ზედადგას დახრწევად ჩუენდა გზათაგან საღმრთოთა, და უკუეთუ რაოდენიცა პოოს მიზეზი მცირედისა უცალოებისა და დროებისაჲ, დიდსა უდებებასა იქმს.

ამისთჳს ბრძენი იგი იტყჳს: „ნუ სდროებ დღითი-დღე, უკუეთუ გნებავს გზასა მას საღმრთოსა წარმატებად“.

უკუეთუ ყოველივე ღმრთისათჳს უგულებელს-ჰყო, ყოველივე კეთილად განგემარჯოს, ვითარცა იტყჳს: „ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი...

სრულად ნახვა