მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მესამე მეფეთა 17:9

8. და იყო სიტყუაჲ უფლისა ელიას მიმართ და ჰრქუა:9. აღდეგ და წარვედ სარეფთად სიდონიისსა და დასჯდე მუნ და, აჰა, მიმცნებიეს მე დედაკაცისა ერთისა ქურივისა გამოზრდად შენი.10. და აღდგა და წარვიდა სარეფთად ბჭეთა მათ მის ქალაქისათა და, აჰა, მუნ დედაკაცი ერთი ჰკრეფდა შეშასა და ჴმა-უყო ელია და ჰრქუა მას: მომართუ მცირედ ჭურჭლითა წყალი და ვსუა.
მესამე მეფეთა თავი 17
9. აღდეგ და წარვედ სარეფთად სიდონიისსა და დასჯდე მუნ და, აჰა, მიმცნებიეს მე დედაკაცისა ერთისა ქურივისა გამოზრდად შენი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 42. „აღდგეს კაცნი იგი მიერ და შთახედნეს პირსა ზედა სოდომთა და გომორთასა" (დაბ 18:16)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. სარეფთელი ქვრივის სტუმართმოყვარეობა:

...ნასწარმეტყველმა, შურითა და დიდი გულმოდგინებით აღძრულმა, ასეთი დიდი სასჯელი მოავლინა მთელ ქვეყანაზე, რათა თავადაც არ დაზარალებულიყო ამ სასჯელისგან და უღმრთოებივით არ ევნო, ეუბნება: „აღდეგ და წარვედ სარეფთად სიდონიისსა, რადგან იქ ვუბრძანე დედაკაცსა ერთსა ქურივსა გამოზრდად შენი. და აღდგა და წარვიდა" (). შენიშნე, საყვარელო, სულიწმინდის მადლი. გუშინაც მთელი ჩვენი საუბარი სტუმართმოყვარეობით შემოიფარგლა; და აი, დღესაც ეს სტუმართმოყვარე ქვრივი დაასრულებს ჩვენს სიტყვას. და მივიდა, ნათქვამია, ქვრივთან, ნახა, შეშას კრეფდა და უთხრა: მომეცი ცოტა წყალი „და ვსუა" (). ის დაემორჩილა. და კვლავ ეუბნება: გამიკეთე უფუარი პურები, „და ვჭამო" (). ხოლო ის მაშინ უკიდურეს სიღარიბეს გადაუშლის, უფრო კი — გამოუთქმელ სიმდიდრეს, რადგან სიღარიბის გაძლიერებამ სიმდიდრის სიდიადე აჩვენა. მან უთხრა: არაფერი არ არის შენი მხევლისა, „დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა"; შევკრეფ შეშას, „შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ" (

სრულად ნახვა