...ო, რათა ჩვენთვის გაეხსნა ამ დედაკაცის სათნოება — რადგან ღმერთი, რომელმაც ბრძანა: „მიმცნებიეს მე დედაკაცისა ერთისა ქურივისა გამოზრდად შენი", თავად მოქმედებდა წინასწარმეტყველის მეშვეობით — ეუბნება მას: „ჰქმნე მისგან პირველად ჩემდა ჴუეზა ერთი მცირე და მომართუ მე, და მერმე ჰქმნე შენდა და ყრმათა შენთათჳს" (). ისმინეთ ეს — თქვენ, ქალებმა, რომლებიც სიმდიდრით ხართ მოცულნი: თქვენ ზედმეტს ბევრ უსარგებლო ნივთებზე ხარჯავთ და, ყველა თქვენი ფუფუნებისას, ორ ობოლს (მონეტას) არ აძლევთ გაჭირვებულებს, ან ვინმე სათნო ადამიანს, რომელიც ღვთისთვის იტანს სიღარიბეს. ხოლო ეს ქვრივი არაფერს ფლობდა, გარდა ერთი მუჭა ფქვილისა, და თავისი აზრით მალე შვილების სიკვდილს ხედავდა, მაგრამ წინასწარმეტყველისგან მოისმინა — „ჩემდა პირველად ჰქმენ, და მერმე შენდა და ყრმათა შენთა" — და არ გაწყრა, არ დაიწყო ყოყმანი, — მან მაშინვე შეასრულა ბრძანება, და ამით ყველა ჩვენგანს ასწავლა, რომ ღვთისმსახურნი საკუთარ კეთილდღეობაზე წინ უნდა დავაყენოთ და ასეთი ხელსაყრელი შემთხვევები უგულებელყოფილი არ დავტოვოთ, და ვიცოდეთ, რომ ამისთვის დიდი საზღაური გველის. შეხედე ამ ქვრივს: ერთი მუჭა ფქვილისა და ცოტაოდენი ზეთის სანაცვლოდ ამოუწურავი ბეღელი შეიძინა. ხომ წინასწარმეტყველის გამოკვებვის...
მესამე მეფეთა 17:13
12. ჰრქუა მას დედაკაცმან: ცხოველ არს უფალი ღმერთი შენი, დაღათუ მიც ჴუეზა ერთ და მჭელ ერთ ფქვილი საფქვილესა შინა და მცირედ ზეთი რქასა შინა და აჰა, შევკრებ შეშასა ამას, შევიდე და შევქმნე იგი ჩემდა და ყრმათა ჩემთა, შევჭამოთ და ხვალე მოვსწყდეთ.13. და ჰრქუა მას ელია: ისწრაფე და შევედ და შეჰქმენ სიტყჳსაებრ შენისა და ჰქმნე მისგან პირველად ჩემდა ჴუეზა ერთი მცირე და მომართუ მე, და მერმე ჰქმნე შენდა და ყრმათა შენთათჳს.14. რამეთუ ესრეთ იტყჳს უფალი ღმერთი ისრაჱლისა: საფქვილესა შენსა არა მოაკლდეს ფქვილი და საზეთესა შენსა არა მოაკლდეს ზეთი ვიდრე ყოფად წჳმისა უფლისა მიერ პირსა ზედა ქუეყანისასა.
მესამე მეფეთა თავი 17