მესამე მეფეთა 16:6
5. და ნეშტნი სიტყუათა ბაასისთანი და ყოველი, რაჲცა ქმნა, და ძლიერებანი მისნი, აჰა, ესერა, წერილ არიან წიგნთა სიტყუათა დღეთა მეუფეთა ისრაჱლისათა.6. და დაიძინა ბაას მამათა თჳსთა თანა, დაეფლა თარსას და მეფობდა ელა, ძე მისი, მის წილ.7. ჴელითა იუს, ძისა ანანიას, წინაწარმეტყუელისათა იტყოდა უფალი ზედა ბაასისა და ზედა სახლსა მისსა ყოვლისა მის უკეთურებისა, რომელ ქმნა წინაშე უფლისა განსარისხებელად მისა საქმითა ჴელთა თჳსთათა ყოფად და მსგავსად, ვითარცა სახლი იგი იერობუამისი დასაცემელად მისა.
მესამე მეფეთა თავი 16