მესამე მეფეთა 14:3
2. და ჰრქვა იერობუამ ცოლსა მას თჳსსა: უცნაურ იყავნ თავი შენი და ნუმცა ვინ გიცნობს შენ, ვითარმედ ცოლი იერობუამისი ხარ, და მიხჳდე სელომად და, აჰა, მუნ არს აქია წინაწარმეტყუელი, იგი იტყოდა ჩემთჳს მეფედ ზედა ერსა ამასა.3. და მიართუ კაცსა მას ღმრთისასა პურნი და კვერნი ყრმათა მისთა და სკიჭი და სტამნითა თაფლი, და მიხჳდე მისა და გითხრას შენ, რა ყოფად არს ყრმისა მაგისთჳს.4. და ყო ეგრე ცოლმან მან იერობუამისმან და აღდგა და წარვიდა სელომად და შევიდა სახლსა მას აქიასასა. და კაცი იგი მაშურალ იყო სიბერითა და თუალნი მისნი დამძიმებულ.
მესამე მეფეთა თავი 14