მესამე მეფეთა 10:9
8. სანატრელ არიან ცოლნი შენნი და სანატრელ არიან მონანი შენნი, რომელნი დგანან შენს წინაშე და მარადის ესმის ყოველი ეგე სიბრძნე შენი.9. და იყავნ უფალი ღმერთი შენი კურთხეულ, რომელსა სათნო-უჩნდი შენ მიცემად საყდრისა ისრაჱლისასა, რამეთუ შეიყუარა უფალმან ისრაჱლი სამკჳდრებელად უკუნისამდე და დაგადგინა შენ მეფედ მათ ზედა და ყოფად სასჯელისა და სამართლისა მათ ზედა.10. და მიუპყრა სოლომონს ას და ოცი ტალანტი ოქროსა და საკმეველი დიდად ფრიად და თვლები პატიოსანი, რამეთუ არა მოღებულ იყო მუნ საკუმეველი სურნელი უფროს მისა, რომელი-იგი მოართვა დედოფალმან მან მეფესა სოლომონს.
მესამე მეფეთა თავი 10