მესამე მეფეთა 10:5
4. და იხილა დედოფალმან მან საბასამან ყოველი იგი სიბრძნე სოლომონისი და ტაძარი იგი, რომელ აღაშენა.5. და სანოაგე იგი სოლომონისი და სასხდომელი მონათა მისთა და წესი მსახურთა და სამკაული მისი და მწდენი მისნი და საჭურისნი მისნი და შესაწირავნი მისნი, რომელსა შესწირვიდა სახლსა მას უფლისასა, და უკჳრდა.6. და ჰრქუა მეფესა სოლომონს: ჭეშმარიტ იყო სიტყუაჲ იგი, რომელ მესმა ქუეყანასა მას ჩემსა სიტყუათა შენთათჳს და სიბრძნისა შენისათჳს.
მესამე მეფეთა თავი 10