მეოთხე მეფეთა 5:1
1. და ნემან, ერისთავი მეფისა ასურასტანისა, იყო კაცი დიდი წინაშე უფლისა თჳსისა და საკჳრველ პირითა, რამეთუ მის გამო მოსცა უფალმან ჴსნა ასურასტანელთა. და კაცი იგი იყო ძლიერ ძალითა და კეთროვან.2. და გამოვიდეს ასურასტანით კაცნი უჭურველნი და წარტყუენეს ქუეყანისა მისგან ისრაჱლისა ქალი ერთი მცირე. და იყო ცოლისა მის თანა ნემანისა.
მეოთხე მეფეთა თავი 5