მეოთხე მეფეთა 24:14
13. და გამოიღო მიერ ყოველი საფასე სახლისა უფლისა და საფასე სახლისა სამეფოსა და შემუსრა ყოველი ჭურჭელი ოქროსა, რომელი ექმნა სოლომონ მეფესა ისრაჱლისასა ტაძარსა უფლისა, ვითარცა იტყოდა უფალი.14. და წარიყვანა ყოველი იერუსალიმი და ყოველნი მთავარნი და ყოველნი ძლიერნი ძალითა ტყუეობად ათი ათასი და ყოველი ხურო და ოქროსმჭედელი. და არა ვინ დაშთა, გარნა გლახაკნი ხოლო ერისა ქუეყანისანი.15. და წარიყვანა მეფემან ბაბილოვანისამან იოაკიმ ბაბილონად და დედა მეფისა და ცოლნი მისნი და საჭურისნი მისნი და ძლიერნი ქუეყანისანი წარიყვანნა ტყუედ იერუსალიმით ბაბილონად.
მეოთხე მეფეთა თავი 24