მეოთხე მეფეთა 23:4
3. და აღდგა მეფე სუეტსა ზედა და დაუდვა მათ სჯული წიგნისა მისებრ სჯულისა, რომელ პოვა სახლსა უფლისასა წინაშე უფლისა, რათა ვიდოდიან იგინი გზასა უფლისასა და რათა იმარხვიდენ მცნებათა მისთა და სამართალთა მისთა და ბრძანებათა მისთა ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა მათითა ყოფად სიტყუათა მათ სჯულისათა, დაწერილსა წიგნსა შინა სჯულისასა, და დადგა ყოველი იგი ერი შჯულსა მას ზედა.4. და ამცნო მეფემან ქელკიას, მღდელსა მას დიდსა, და მღდელთა მათ შემდგომთა და მცველთა მათ კრებისათა გამოღებად ტაძრისაგან უფლისა ყოველი ჭურჭერი, რომელი ექმნა ბაალისთჳს და მაღნართათჳს და ყოვლისა ერისა ცათასა, და მოიღეს იგი და დაწვეს გარეშე იერუსალჱმს, სადემოთს კედრონისასა, და წარიღეს მიწა მისი ბეთელად.5. და დაწუნეს მღდელნი იგი, რომელ დაედგინეს მეფეთა იუდასთა მაკუმეველად მაღალთა მათ და ქალაქებსა იუდასთა და გარემო იერუსალჱმსა და უკმევდეს იგინი ბაალსა და მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა, ჴომთა და ყოველთა ერთა ცისათა.
მეოთხე მეფეთა თავი 23