მეოთხე მეფეთა 23:30
29. და დღეთა მათ აღმოვიდა ფარაო ნექაო, მეფე ეგჳპტისა, მეფისა მის ზედა ასურეთისასა მდინარესა ზედა ევფრატსა. და განვიდა იოსია მეფე შემთხუევად მისა. და მოკლა იგი ფარაო მაგედონს შინა შემთხუევასა მას მისსა.30. და აღმოიღეს იგი მონათა თჳსთა მაგედონით იერუსალჱმად და დაფლეს იგი საფლავსა თჳსსა. და მოიყვანა ერმან მის ქვეყანისამან იოაქაზ, ძე მისი, და სცხეს მას და მეფე-ყვეს იგი იოსიას, მამისა მისისა წილ.31. ძე ოცდასამისა წლისა იყო იოაქაზ მეფობასა მისსა და სამ თუე მეფობდა იერუსალჱმს. და სახელი დედისა მისისა - ამიტალ, ასული იერემიასი, ლობნათ.
მეოთხე მეფეთა თავი 23