მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეოთხე მეფეთა 23:16

15. და საკურთხეველიცა იგი მაღალი, რომელი იყო ბეთელს, რომელი-იგი ქმნა იორობოამ, ძემან ნაბატისამან, რომელმან აცოდვა ისრაჱლი და იგიცა საკურთხეველი მაღალი დაარღჳა და დამუსრა ქვანი მისნი და დააწულილნა, ვითარცა მტუერი და მოწუა სერტყები იგი.16. და მიხედა და იხილა საფლავები იგი, რომელი იყო მთასა მას და მიავლინა და გამოიღო ძუალები იგი საფლავებისა მისგან, დაწვა იგი საკურთხეველსა მას ზედა და შეაბილწა იგი სიტყჳსაებრ უფლისა, რომელსა იტყოდა კაცი იგი ღმრთისა, რაჟამს-იგი დგა იორობოამ საკურთხეველსა ზედა დღესასწაულსა მას და მოიქცა იოსია და აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა საფლავი იგი კაცისა მის ღმრთისა, რომელ იტყოდა სიტყუათა ამათ,17. და თქუა: რა არს საჰამანი ისი, რომელსა მე ვხედავ? და ჰრქუეს მას კაცთა მის ქალაქისათა: ეგე არს საფლავი კაცისა მის ღმრთისა, რომელი მოივლინა ქუეყანით იუდასით და იტყოდა ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელსა ჰყოფ აწ საკურთხეველსა მას ბეთელისასა.
მეოთხე მეფეთა თავი 23
16. და მიხედა და იხილა საფლავები იგი, რომელი იყო მთასა მას და მიავლინა და გამოიღო ძუალები იგი საფლავებისა მისგან, დაწვა იგი საკურთხეველსა მას ზედა და შეაბილწა იგი სიტყჳსაებრ უფლისა, რომელსა იტყოდა კაცი იგი ღმრთისა, რაჟამს-იგი დგა იორობოამ საკურთხეველსა ზედა დღესასწაულსა მას და მოიქცა იოსია და აღიხილნა თუალნი თჳსნი და იხილა საფლავი იგი კაცისა მის ღმრთისა, რომელ იტყოდა სიტყუათა ამათ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის