..., ხოლო მეორესა მას ზედა - მოხარული, უკუეთუ რაჲ აქუნ ესევითარი. ეგრეთვე ეზეკია, ოდეს-იგი მიეახლა სიკუდილად, არა მოიჴსენა დიდებაჲ თჳსი და საშუებელნი მეფობისა მისისანი, არამედ სიმართლე თჳსი, და იტყოდა: „მოიჴსენე უფალო, ვითარიგი ვიდოდე წინაშე შენსა ჭეშმარიტებითა და გულითა სრულითა და სათნოებაჲ წინაშე შენსა ვყავ“. იხილე პავლეცა, ოდეს ცნა მოახლებაჲ აღსასრულისა თჳსისაჲ, რასა ზედა იქადოდა: „ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიეს, სრბაჲ აღმისრულებიეს, სარწმუნოებაჲ დამიმარხავს“. რამეთუ ჭეშმარიტად ოდეს მოიწიოს ჟამი იგი აღსრულებისაჲ, ყოველივე სოფელი და საქმენი მისნი ვითარცა არარანი გამოჩნდებიან, და სათნოებანი ხოლო არიან ნუგეშინისსაცემელ სულისა მის, რამეთუ შუებისათჳს და განცხრომისა და სხუათა მათთჳს საქმეთა საწუთროჲსათა სიტყჳს-მიცემაჲ თანაგუაც, ხოლო კეთილთა საქმეთათჳს სასყიდელსა მოველით მოღებად.
არა ჰხედავთა, დღესა მას სიკუდილისასა ვითარ შეაიწრებენ და შეაშფოთებენ სულსა ცოდვანი? ხოლო მწარესა მას ჟამსა შინა მოვიდის ჴსენებაჲ კეთილთა საქმეთაჲ და ნუგეშინის-სცის შეშფოთებულსა მას სულსა, ვითარცა-რაჲ ღელვაგუემულსა ეწიის მყუდროებაჲ შუენიერი. უკუეთუ არა გუაქუნდენ საქმენი კეთილნი, ჵ შიში იგი, რომელი მაშინ გუეწიოს ჩუენ...