მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეოთხე მეფეთა 2:11

10. და ჰრქვა ელია: ფიცხლად ითხოვე, უკუეთუ მიხილო ამაღლებული შენგან, იყავნ ეგრე, უკუეთუ არა, ნუ იყოფინ!11. და იყო სლვასა ოდენ მათსა და სიტყუასა, აჰა, ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი. და განეშორნენ იგინი ურთიერთსა და აღიტაცა ელია ძრვით ზეცად.12. და ელისე ხედვიდა, ღაღადებდა და იტყოდა: მამაო, მამაო, ეტლო ისრაჱლისაო და მჴედარო მისო! და არღარა ხედვიდა მას და შებმა-უყო სამო- სელსა და განაპო.
მეოთხე მეფეთა თავი 2
11. და იყო სლვასა ოდენ მათსა და სიტყუასა, აჰა, ეტლნი ცეცხლისანი და ცხენნი ცეცხლისანი. და განეშორნენ იგინი ურთიერთსა და აღიტაცა ელია ძრვით ზეცად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 117-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4. სიცოცხლის ქება და უფლის სწავლა:

...ღდგენა და დამპალი, დაძველებული სახლის ამდენი ხნით შენარჩუნება. ნუთუ არ ფიქრობ, რომ მან არარსებული შექმნა? მაშ, ბევრად უფრო შეუძლია აღადგინოს. აღდგომის სხვა ხატიც გაქვს: ვგულისხმობ ელიას ატაცებას, რომელიც დღემდე არ აღსრულებულა სიკვდილით (). ღმერთისთვის ყველაფერი ადვილი და იოლია. ამბობს: „არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ“ (). წინასწარმეტყველიც ამბობს: „ყოველივე, რაც სურდა, მოიმოქმედა“ (; ). ნუთუ ვერ ხედავ, რომ ხუროს საქმეებიც შენთვის ძნელია? მაგრამ მაინც ადგილს უთმობ მის ხელობას. და თუ თანამონის ხელობას ადგილს უთმობ, მეუფის სიბრძნეს კი ანგარიშს სთხოვ და მომხდარს რწმენით არ იღებ? ეს როგორი უგუნურების ღირსია!

„არა მოვკუდე, არამედ ვცხოვნდე“ (). თუ ვინმე ამ ნათქვამს აღმყვანებითი აზრითაც მიიღებს, არ შეცდე...

სრულად ნახვა