...ღმერთი ამას იმიტომ აკეთებს, რომ არავინ მიითვისოს საკუთარი თავისთვის დიდება. ეს გააკეთა მსაჯულთა ისტორიაშიც, გედეონის შემთხვევაში (მსაჯ 7:2, 7). ამიტომ ეზეკიას შემთხვევაშიც, ღამით, გამარჯვების ნიშანი აღმართა (). რადგან თუ ეზეკიამ, გამარჯვებასა და ომში არაფრის შემმატებელმაც კი, მაინც გონება დაკარგა, მხოლოდ მწკრივთან რომ მდგარიყო და დახოცილთა დაცემა ენახა, უფრო მეტად არ დაემართებოდა ეს? ამიტომ, როცა საქმეები ადამიანური სასოების მხრივ უიმედოდ ჩაითვლება, მაშინ ღმერთი მოიტანს თავისგან მომდინარე მოკავშირეობას. ეს გააკეთა გოლიათის შემთხვევაშიც (); ესვე - მოციქულების შემთხვევაშიც. ამიტომ პავლეც ამბობდა: „არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,“ (...
მეოთხე მეფეთა 19:35
34. და ზედამდგომელ ვექმნე ქალაქსა მაგას ჴსნად მაგისა ჩემთჳს და დავითისთჳს, მონისა ჩემისა.35. და იყო, მოწევნასა მას ღამისასა გამოვიდა ანგელოზი უფლისა მიერ და მოსრა ბანაკისა მისგან ასურთასა ასოთხმეოცდახუთი ათასი და აღიმსთვეს განთიადსა მას და, აჰა, იხილეს ეგეოდენი იგი გუამი მომკუდარი.36. და აღიტრა და წარვიდა სენაქერემ, მეფე იგი ასურასტანისა, და დაემკჳდრა ნინევის.
მეოთხე მეფეთა თავი 19