მეოთხე მეფეთა 18:27
26. და ჰრქუა ელიაკიმ, ძემან ქელიკიასმან, და სომნა და იოაქა, რაფსაკს: მეტყოდე მონათა შენთა ასურებრ და ნუ ეტყჳ ურიაებრ ყურთა ერისა მაგის, რომელნი დგანან ზღუდესა მაგას ზედა.27. და ჰრქუა მათ რაფსაკ: უფლისა მაგის თქუენისა, ანუ თქუენდა ნუუკუე მომავლინა მე სიტყუად სიტყუათა ამათ? არამედ კაცთა მაგათ, რომელნი სხენან ზედა ზღუდესა, შეჭმად მათდა სკორე თჳსი და შესუმად ფსელი თჳსი თქუენითურთ.28. დადგა რაფსაკ და ღაღად-ყო ჴმითა დიდითა ურიაებრ, ეტყოდა და ჰრქუა: ისმინეთ სიტყუაჲ მეფისა მის დიდისა, მეფისა მის ასურასტანისა.
მეოთხე მეფეთა თავი 18