მეოთხე მეფეთა 18:17
16. მას ჟამსა დაჭრნა ეზეკია მეფემან ბჭენი ტაძრისა მის უფლისანი და ზღრუბლნი, რომელ განრჩუნნა ოქროთა ეზეკია, მეფემან იუდასამან, და მისცა იგი მეფესა მას ასურასტანისასა.17. და წარავლინნა მეფემან ასურასტანისამან თარათა და რაფსისა და რაფსაკ ლაქისით და ეზეკია მეფისა ერითა ძლიერითა ზედა იერუსალჱმსა. და გამოვიდეს და მივიდეს იერუსალჱმდ და დადგეს ზედა ჯურღმულსა მას ზეშთა ავაზანისასა, რომელ არს გზასა აგარაკისა მის მმურკნელთასა.18. და ჴმა-ყვეს ეზეკიას მიმართ და მივიდეს მისა ელიაკიმ, ძე ქელკიასი, ეზოსმოძღვარი და სომნა მწიგნობართმოძღუარი და იოაქაზ, ძე ასაფისი, სახსენებელთმწიგნობარი.
მეოთხე მეფეთა თავი 18