მეოთხე მეფეთა 18:15
14. და წარავლინა ეზეკია, მეფემან იუდასმან, მოციქულნი მეფისა მის ასურასტანელთასა ლაქისდ და ჰრქუა: ვსცოდე, მიიქეც ჩემგან და, რაჲ დამდვა ჩემ ზედა, აღვიკიდო. და დაადვა მეფემან ასურასტანისამან ზედა ეზეკიას, მეფესა იუდასასა, სამასი სასწორი ვეცხლისა და ოცდაათი სასწორი ოქროსა.15. და მისცა ეზეკია ყოველი ვეცხლი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა, საფასესა სახლსა მას სამეუფოსასა.16. მას ჟამსა დაჭრნა ეზეკია მეფემან ბჭენი ტაძრისა მის უფლისანი და ზღრუბლნი, რომელ განრჩუნნა ოქროთა ეზეკია, მეფემან იუდასამან, და მისცა იგი მეფესა მას ასურასტანისასა.
მეოთხე მეფეთა თავი 18