მეოთხე მეფეთა 18:14
13. და წელსა მას მეათოთხმეტესა სუფევასა ეზეკია მეფისასა გამოვიდა სენექერიმ, მეფე ასურასტანისა, ძნელ-ძნელთა ზედა მათ ქალაქთა იუდასათა და გამოიღო იგინი.14. და წარავლინა ეზეკია, მეფემან იუდასმან, მოციქულნი მეფისა მის ასურასტანელთასა ლაქისდ და ჰრქუა: ვსცოდე, მიიქეც ჩემგან და, რაჲ დამდვა ჩემ ზედა, აღვიკიდო. და დაადვა მეფემან ასურასტანისამან ზედა ეზეკიას, მეფესა იუდასასა, სამასი სასწორი ვეცხლისა და ოცდაათი სასწორი ოქროსა.15. და მისცა ეზეკია ყოველი ვეცხლი, რომელი იპოვა სახლსა მას უფლისასა, საფასესა სახლსა მას სამეუფოსასა.
მეოთხე მეფეთა თავი 18