მეოთხე მეფეთა 1:6
5. და მიიქცეს მოციქულნი იგი მისავე და ჰრქუა მათ: რა არს, რამეთუ მოიქეცით?6. და ჰრქუეს მას: კაცი ერთი მოგვეგებოდა ჩუენ და გურქვა ჩუენ: მივედით და მოიქეცით მეფისა მის, რომელ წარმოგავლინა თქუენ და არქუთ მას: ესრე იტყჳს უფალი ამისთჳს, ვითარმედ: არა არს ღმერთი შორის ისრაჱლისა და მიხვალთ კითხვად ბაალისსა, მწერსა მას, ღმერთსა აკკარონისასა? არა ეგრე, არამედ ცხედარსა მაგას, რომელსა აღჴედ, მაგიერ არა გარდამოჴდე, არამედ მანდავე ზედა სიკუდილითა მოჰკუდე.7. და ჰრქუა მათ მეფემან: რა ხატი იყო კაცი იგი, რომელი მოგეგებოდა და გრქუა სიტყუაჲ ეგე?
მეოთხე მეფეთა თავი 1