მეოთხე მეფეთა 1:5
4. და არა ეგრე, არამედ ესრე იტყჳს უფალი: ცხედარსა მაგას ზედა, რომელსა აღჴედ, არა გარდამოჴდე მაგიერ, არამედ მაგას ზედა სიკუდილითა მოჰკუდე. და წარვიდა ელია და ჰრქუა მათ.5. და მიიქცეს მოციქულნი იგი მისავე და ჰრქუა მათ: რა არს, რამეთუ მოიქეცით?6. და ჰრქუეს მას: კაცი ერთი მოგვეგებოდა ჩუენ და გურქვა ჩუენ: მივედით და მოიქეცით მეფისა მის, რომელ წარმოგავლინა თქუენ და არქუთ მას: ესრე იტყჳს უფალი ამისთჳს, ვითარმედ: არა არს ღმერთი შორის ისრაჱლისა და მიხვალთ კითხვად ბაალისსა, მწერსა მას, ღმერთსა აკკარონისასა? არა ეგრე, არამედ ცხედარსა მაგას, რომელსა აღჴედ, მაგიერ არა გარდამოჴდე, არამედ მანდავე ზედა სიკუდილითა მოჰკუდე.
მეოთხე მეფეთა თავი 1