მეოთხე მეფეთა 1:17
16. და ეტყოდა ელია მას და ჰრქუა: ამისთჳს, რამეთუ მიავლინენ მოციქულნი კითხვად ბაალისა, მწერისა მის, ღმრთისა აკკარონისა, რეცა არა არს ღმერთი შორის ისრაჱლისა კითხვად მის მიერ, არა ეგრე, არამედ ცხედარსა მაგასა ზედა, რომელსა აღჴედ, არა გარდამოჴდე მაგიერ, არამედ სიკუდილითა მოჰკუდე.17. და მოკუდა ოქოზია მსგავსად სიტყჳსა მის უფლისა, ვითარცა ეტყოდა ელია (და იორამ, ძე აქაბისი, მეფობდა ისრაჱლსა ზედა სამარიასა ათორმეტ წელ წელსა მას მეთურამეტესა იოსაფატისასა, მეფისა იუდასსა, და ქმნა ბოროტი წინაშე, უფლისა, ხოლო არა ვითარცა ძმათა თჳსთა და დედამან თჳსმან, დაამჴუნა ძეგლნი იგი ბაალისნი, რომელ აღმართნა მამამან მისმან და დამუსრნა იგინი, ხოლო ცოდვასა მას სახლისა იერობოამისასა, ძისა ნაბატისა, რომელმან აცთუნა ისრაჱლი, შეუდგა და არა განეშორა. და განრისხნა გულისწყრომითა უფალი სახლსა ზედა აქაბისასა) და მეფობდა იორამ, ძმა მისი, მის წილ წელსა მესამესა იორამ მეფისა იუდეასსა, ძისა იოსაფატისსა, რამეთუ არა ესვა მას ძე.18. და ნეშტნი სიტყუათა ოქროზისთანი და, რომელ ქმნა, აჰა, ესერა, ყოველი წერილ არს წიგნთა სიტყუათა დღეთა მეფეთა ისრაჱლისათა.
მეოთხე მეფეთა თავი 1