მეოთხე მეფეთა 1:15
14. რამეთუ, აჰა, ესერა, გარდამოვარდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა ორნივე იგი ერგასისთავნი პირველნი და ერგასისნი მისნი და შეარაცხენ აწ თავნი მონათა ამათ შენთანი წინაშე თუალთა შენთა.15. და ჰრქუა ანგელოზმან უფლისამან ელიას: გარდამოვედ და მივედ მაგის თანა და ნუ გეშინინ პირისაგან მათისა. და აღდგა და გარდამოვიდა მიერ მათ თანა მეფისა.16. და ეტყოდა ელია მას და ჰრქუა: ამისთჳს, რამეთუ მიავლინენ მოციქულნი კითხვად ბაალისა, მწერისა მის, ღმრთისა აკკარონისა, რეცა არა არს ღმერთი შორის ისრაჱლისა კითხვად მის მიერ, არა ეგრე, არამედ ცხედარსა მაგასა ზედა, რომელსა აღჴედ, არა გარდამოჴდე მაგიერ, არამედ სიკუდილითა მოჰკუდე.
მეოთხე მეფეთა თავი 1