მეოთხე მეფეთა 1:14
13. და შესძინა მერმეცა მეფემან მესამედ და მიავლინა ერგასისთავი და ერგასისნი მის თანა. და მივიდა მისა ერგასისთავი იგი მესამე და დაიდგნა მუჴლნი წინაშე ელიასა, ევედრებოდა მას და ეტყოდა: კაცო ღმრთისაო, დიდებულ-ყავ თავი მონისა შენისა და თავნი ერგასის ამათ მონათა შენთანი წინაშე თუალთა შენთა.14. რამეთუ, აჰა, ესერა, გარდამოვარდა ცეცხლი ზეცით და შეჭამნა ორნივე იგი ერგასისთავნი პირველნი და ერგასისნი მისნი და შეარაცხენ აწ თავნი მონათა ამათ შენთანი წინაშე თუალთა შენთა.15. და ჰრქუა ანგელოზმან უფლისამან ელიას: გარდამოვედ და მივედ მაგის თანა და ნუ გეშინინ პირისაგან მათისა. და აღდგა და გარდამოვიდა მიერ მათ თანა მეფისა.
მეოთხე მეფეთა თავი 1