მეოთხე მეფეთა 1:11
10. მიუგო ელია და ჰრქუა ერგასისთავსა მას: უკუეთუ კაცი ღმრთისა ვარ მე, გარდამოჴედინ ცეცხლი უფლისა მიერ ზეცით, შეგჭამენ შენ და ერგასისნი ეგე შენნი. და გარდამოჴდა ცეცხლი ზეცით და შეჭამა იგი და ერგასისნი იგი მისნი მის თანა.11. და შესძინა მეფემან და მიავლინა სხუაჲ ერგასისთავი და ერგასისნი მის თანა და აღჴდა ერგასისთავი იგი და ეტყოდა კაცსა მას ღმრთისასა:კაცო ღმრთისაო, ესრე იტყჳს მეფე: გარდამოჴედ მაგიერ ადრე.12. მიუგო ელია და ჰრქუა მას: უკუეთუ კაცი ღმრთისა ვარი მე, გარდამოჴედინ ცეცხლი ზეცით და შეგჭამენ შენ და ერგასისნი ეგე შენნი. და გარდამოჴდა ცეცხლი უფლისა მიერ და შეჭამა იგი და ერგასისნი მისნი მის თანა.
მეოთხე მეფეთა თავი 1