... რადგან როგორც სხეული საზრდოობს, ასევე საზრდოობს სულიც. და რომ იგი საზრდოობს, მოისმინე: „არა პურითა ხოლო ცხოვნდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისა“ (; ). ამგვარად, სწორედ ამ საზრდელს ამბობს, რომელიც განსაკუთრებით მისცა თავის მოშიშებს: სიტყვით სწავლებას, დამოძღვრას და მთელ სიბრძნეს. „მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა“ (). კვლავ, იუდეველთა უგუნურებას რომ აცხრობს და მათ ქედმაღლობას კვეთს, უფრო კი აჩვენებს, რომ სიკეთეები, რომლებითაც ისარგებლეს, საკუთარი ღირსების გამო კი არ მიიღეს, არამედ მამებისადმი მისი სიყვარულისა და მათთან დადებული აღთქმების გამო, ამბობს: „მოიჴსენოს უკუნისამდე აღთქმისა თჳსისა“ (). სწორედ ამასვე უბრძანა მოსემ მათ, აღთქმის ქვეყანაში შესვლისას ეთქვათ და გულში ჰქონოდათ. რად...
მეორე სჯულისა 8:3
2. მოიჴსენნე ყოველნი იგი გზანი შენნი, რომელსა მოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან, ესე მეორმეოცე წელი არს უდაბნოსა მას, ბოროტი ღათუ გიყო შენ და გამოგცადა შენ, რათა გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ და-რაჲძი-იტევნე მცნებანი მისნი, ანუ არა.3. შე-ღათუ-გაურვა შენ სიყმილითა უდაბნოსა მას, მანანაჲ იგი გაჭამა შენ, რომელ არა იცოდე შენ, არცა მამათა შენთა, რათა გულისხმა-გიყო შენ, რამეთუ არა პურითა ხოლო ცხონდების კაცი, არამედ ყოვლითა სიტყჳთა, რომელი გამოვალს პირისაგან ღმრთისაჲსა, ცხონდების კაცი.4. სამოსელი შენი არა განგიკფდა, ფერჴი შენი არა გამოგტკუფა, ესე მეორმეოცე წელი არს.
მეორე სჯულისა თავი 8