...უნველობას მიცემა. ამიტომაც წინასწარმეტყველმა დავითმა ნეტარი უწოდა მას, ვინც უფლის „შჯულსა მისსა ზრახავნ იგი დღე და ღამე" (). და ნეტარი მოსე, იუდეველ ხალხს რომ ასწავლიდა, ამბობს: როცა „ჰჭამდე" და სვამდე „და განსძღებოდე", მოიხსენე „უფალი ღმერთი შენი" (). ხედავ, როგორ სწორედ მაშინ, ესე იგი, საკვების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით უნდა მივიტანოთ სულიერი საზრდო, რათა სული, ხორციელი საკვებით გაძღომის შემდეგ მოდუნებული, არ დაიღუპოს და ეშმაკის მზაკვრობას ადგილი არ მისცეს, რომელიც ყოველ ჟამს ჩვენთვის სასიკვდილო დარტყმის მიყენებას ცდილობს. იგივე წინასწარმეტყველი სხვაგან ამბობს: „სასუენებელსა ზედა შენსა და აღდგომასა შენსა" მოიხსენე უფალი ღმერთი შენი (). ხედავ, რომ არცერთ ჟამს არ უნდა განვდევნოთ სულიდან ეს მოხსენიება (ღვთისა), არამედ მტკიცედ ვიცავდეთ სინდისში, მუდმივ სიფხიზლეში ვიყოთ და არასოდეს მოვისვენოთ, არამედ, მტრის მძვინვარების მცოდნენი, ფხიზლად და ფრთხილად ვიყოთ, ყოველი შემოსასვლელი დავუხშოთ და სულიერი საზრდო არასოდეს ავიცდინოთ. ამაშია თქვენი ცხონება, ამაშია სულიერი სიმდიდრე, ამაშია უსაფრთხოება. თუ ასე ვიცავთ მუდამ თავს კითხვითა...
მეორე სჯულისა 8:10
9. ქუეყანასა მას, რომელსა ზედა არა ცვინეულად შჭამდე პურსა შენსა, არცა ნაკლულევან იყო მას ზედა, რომლისანი ქვანი მისნი არიან რკინა და მამათა მისთა გამოეკუეთების სპილენძი.10. ჰჭამდე და განსძღებოდე და აკურთხევდე უფალსა ღმერთსა შენსა ქუეყანასა მას ზედა კეთილსა, რომელი-იგი მოგცა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.11. იგულე თავი შენი, ნუუკუე დაივიწყო უფალი ღმერთი შენი და არა დაიმარხნე მცნებანი მისნი და წამებანი მისნი, და სამართალნი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ.
მეორე სჯულისა თავი 8