...ეთქვათ და გულში ჰქონოდათ. რადგან ამბობს: „თუ ააშენებ ბრწყინვალე ქალაქებს და ფულის სიმდიდრით შემოირტყამ თავს, ნუ იტყვი: ჩემი სიმართლის გამო მოხდა ეს, არამედ იმ აღთქმათა გამო, რომლებიც შენს მამებთან დაიდო“ (; ; )2. რადგან არაფერია უგუნურებაზე უარესი; ამიტომ ღმერთი ყოველგვარი სახით და განუწყვეტლივ კვეთს მას. „და ძალი საქმეთა თჳსთა უთხრა ერსა თჳსსა მიცემად მათდა სამკჳდრებელი წარმართთა“ (). სიტყვა საყოველთაოდან ცალკეულზე გადააქვს: მთელ ქვეყნიერებაზე მომხდარიდან იმაზე, რაც იუდეველებს შეემთხვათ. უფრო მეტიც, თუ ვინმე ზუსტად გამოიკვლევს, ესენიც საყოველთაო საქმეთა რიგს იკავებს. რადგან რაც მათ მიმართ ხდებოდა, სხვებისთვის სწავლებად იქცეოდა; ომებიც, გამარჯვ...
მეორე სჯულისა 8:1
1. ყოველთა ამათ მცნებათა, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე, დაიმარხნე იგინი და ჰყო, რათა სცხონდეთ და განმართლდეთ, შეხვიდეთ და დაიმკჳდროთ ქუეყანაჲ იგი, რომელ ეფუცა უფალი მამათა მათ თქუენთა.2. მოიჴსენნე ყოველნი იგი გზანი შენნი, რომელსა მოგიყვანა შენ უფალმან ღმერთმან, ესე მეორმეოცე წელი არს უდაბნოსა მას, ბოროტი ღათუ გიყო შენ და გამოგცადა შენ, რათა გულისხმა-ჰყო გულისა შენისაჲ და-რაჲძი-იტევნე მცნებანი მისნი, ანუ არა.
მეორე სჯულისა თავი 8