მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 5:29

28. და შეესმა უფალსა ჴმაჲ იგი სიტყჳსა მის ქუეყანისაჲ, რომელსა მეტყოდეთ მე და მრქუა მე უფალმან: მესმა მე ჴმაჲ სიტყჳსა ერისაჲ მის, რომელსა-იგი გეტყოდის შენ მართლიად, მოგიგეს შენ ყოველივე, რომელსაცა-იგი გეტყოდეს შენ.29. ვინმემცა უკუე მისცა გულთა მაგათთა მარადის შიში იგი ჩემი და დამარხვა ყოველსა ჟამსა მცნებათა ჩემთაჲ, რათამცა კეთილი ეყო მათ და ნაშობთა მათთა უკუნისამდე?30. აწ მივედ და ეტყოდე მათ და მიიქცენ იგინი სახედვე მათთა.
მეორე სჯულისა თავი 5
29. ვინმემცა უკუე მისცა გულთა მაგათთა მარადის შიში იგი ჩემი და დამარხვა ყოველსა ჟამსა მცნებათა ჩემთაჲ, რათამცა კეთილი ეყო მათ და ნაშობთა მათთა უკუნისამდე?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲდ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ აღიხილნა თუალნი ზეცად და თქუა: მამაო, გმადლობ შენ, რამეთუ ისმინე ჩემი. და მე ვიცი, რამეთუ ყოლადვე ისმინი ჩემი, არამედ ერისა ამისთჳს, რომელი გარემომადგს, ვთქუ“ (11,41-42).:

...(დაბ. 18,21) და კუალად ეტყჳს აბრაჰამს: „აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაგან“; და კუალად იტყჳს: „უკუეთუმცა ისმინესო“; და კუალად იტყჳს: „ვინ მისცეს გულსა ამის ერისასა ესრეთ ყოფად?“ და კუალად წერილ არს, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“. და ესრეთ მრავალი იპოვების ძუელთაცა შინა შეუმსგავსებელი სიტყუაჲ პატივსა და დიდებასა ღმრთისასა. და კუალად აქაბისთჳს თქუმულ არს: „ვინ-მე შემიცთუნოს მე აქაბ?“ და რომელ მარადის საწარმართოთა ღმერთთა თანა ჰყოფდა თავისა თჳსისა უზეშთაესობასა, ვითარმედ: „არავინ არს მსგავს შენდა ღმერთთა შორის, უფალო“, და მრავალი ესევითარი, რომელი-ესე ყოველი უღირს არს თქუმად ღმრთისათჳს. არამედ იგი ესეოდენ კაცთმოყუარე არს, რომელ ჩუენისა ცხორებისათჳს სიტყუა-თა მათ, რომელნი პატივსა მისსა არა შეეტყუებიან და დიდებასა, თავსიდებს, რამეთუ განკაცებაჲცა და ხატისა მონებრივისა შემოსაჲ და ესევითართა სიტყუათა თქუმაჲ და ესევითართა საქმეთა შეურაცხთა თავსდებაჲ, - ყოველი ესე უღირს არს მისისა...

სრულად ნახვა