მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 5:18

17. ნუ კაც-ჰკლავ.18. ნუ იმრუშებ,19. ნუ იპარავ,
მეორე სჯულისა თავი 5
18. ნუ იმრუშებ,

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი თ̂. განწესებაჲ სახლეულთაჲ წესიერებისათჳს და უფალთა და მონათაჲ ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა (6,2-3).:

...ააღდგომაჲ ღმრთისაჲ.

მოციქულისაჲ: პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რომელ-ესე არს მცნებაჲ პირველი აღთქუმასა შინა, რაჲთა კეთილი გეყოს შენ და იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა (6,2-3).

თარგმანი: სიტყუაჲ ესე არა პირველად წერილ არს აღთქუმათა შინა მეორისა შჯულისათა, რამეთუ უწინარეს ამისსა არიან: "არა იმრუშო" (), "არა კაც-ჰკლა" (), არამედ ესენი — განყენებანი ოდენ არიან ბოროტისაგან და არა მოქმედებანიცა კეთილისანი. ამისთჳს შემდგომად მათსა წერილსა — პირველობაჲ მისცა მოციქულმან, ვითარცა მაწუეველსა კეთილთა მოქმედებისასა, და მის თანავე მქონებელსა აღთქუმისასა, ვითარმედ: "ესე თუ ჰყო, იყო დღეგრძელ ქუეყანასა ზედა". იხილე სიბრძნე სიტყუათაჲ ამათ, ვინაჲთგან ჩჩჳლთა მიმართ უსრულთა მეტყუელებს, არა აღუთქუამს მათ დიდთა რათმე, ვითარ-იგი არს სასუფეველი ცათაჲ, არცა აღაბაძვებს მსგავსებად ქრისტესსა, ვითარ-იგი უყო ქმართა და ცოლთა, არამედ სძესა ასუამს, შემსგავსებულად ჰასაკისა მათისა, რამეთუ, რაჲ უსაწადელეს არს ყრმათადა, ვითარ დღეგრძელებაჲ ქუეყანასა ზედა! ამისთჳს ესოდენსა ეტყჳს, რაოდენსა შემძლებელ არიან დატევნად.

მოციქულისაჲ: და მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძ...

სრულად ნახვა