მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 5:14

13. ექუს დღე იქმოდი შენ ყოველსა მას საქმესა შენსა.14. რამეთუ დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ, არა იქმოდე შენ ყოველსავე საქმესა შენსა, ნუცა შენ, ნუცაღა ძე შენი, ნუცა ასული შენი, ნუცა მონა შენი, ნუცა მჴევალი შენი, ნუცა ჴარი შენი, ნუცა კარაული შენი, ნუცაღა ყოველივე საცხოვარი შენი, ნუცა მწირი შენი, ნუცა მსხემი შენი, რომელი შეყოფილ იყოს, და ჯდეს შინაგან ბჭეთა შენთა.15. რამეთუ განისუენოს მონამან შენმან და მჴევალმან შენმან და საცხოვარმან შენმან და მწირმან შენმან, ვითარცა შენ. მოიჴსენე შენ, რამეთუ შენცა დამონებულ იყავ ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა და გამოგიყვანა შენ მიერ უფალმან ღმერთმან შენმან ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა. ამისთჳს გიბრძანა შენ უფალმან ღმერთმან შენმან დამარხვად დღე იგი შაბათთაჲ.
მეორე სჯულისა თავი 5
14. რამეთუ დღე იგი მეშვიდე შაბათი არს უფლისა ღმრთისა შენისაჲ, არა იქმოდე შენ ყოველსავე საქმესა შენსა, ნუცა შენ, ნუცაღა ძე შენი, ნუცა ასული შენი, ნუცა მონა შენი, ნუცა მჴევალი შენი, ნუცა ჴარი შენი, ნუცა კარაული შენი, ნუცაღა ყოველივე საცხოვარი შენი, ნუცა მწირი შენი, ნუცა მსხემი შენი, რომელი შეყოფილ იყოს, და ჯდეს შინაგან ბჭეთა შენთა.
სიტყვა თქმული ქუთაისის საკათედრო ეკკლესიაში
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

მოიხსენე დღე იგი შაბათი, და წმინდა ჰყავ იგი.

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! როდესაც კვირა დღეს მოვდივარ საღვთო ლიტურღიის შესასრულებლად წმიდასა ამას ეკლესიასა შინა, და გაუსწორდები ეკლესიის შესავალ კარებს, მაშინ გავიხედავ მარცხნივ, საიდანაც ისმის უშვერი ყვირილი მოვაჭრეთა, ათასობით სხვა და სხვა სოფლებიდგან მოსულთა და აქაურთა მცხოვრებთაცა, რომელთა დაუვიწყნიათ ზემო მოყვანილი მეოთხე მცნება: წმინდა ჰყავ დღ იგი, და რომელნი შეაგინებენ მეშვიდესა ამას წმინდასა დღესა ღვთისასა. სამწუხარო არის ამის ხილვა! მწუხარებით შევდივარ ეკლესიაში ლიტურღიის აღსასრულებლად. აქ ჩვენ, მორწმუნენი და ღვთის მმოსავნი, ვასრულებთ და ვისმენთ წმიდასა წირვასა და ღვთის სიტყვასა, ვაქებთ, ვადიდებთ და ვმადლობთ ღმერთსა; ხოლო თითქმის აქვე, მახლობლად წმიდისა ეკკლესიისა, არის ერთი შფოთი, ყვირილი, ერთმანეთის მოტყუება, ხშირად ქურდობაცა, რომელნი წმიდასა დღესა შეჰბღალავენ და ყოველს სხვა უბრალო დღეებზედ უარესად გამოაჩენენ. კვალად ვიტყვი: სამწუხაროა ამის ხილვა! ვისაც ჩვენს შორის მცირედი სიყვარული აქვს ჩვენი სჯულისა და ერთგულება ღვთისა, იმას არ შეუძლიან არ შესწუხდეს გულითა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის