მეორე სჯულისა 4:9
8. ანუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისა მიცემულ არს სამართალი და მშჯავრი მსგავსად ყოვლისა ამის შჯულისა, რომელ-ესე მე მიგეც თქუენ დღესდღე?9. იგულე თავი შენი და დაიცევ სული შენი ფრიად, ნუ დაივიწყებ ყოველთა ამათ სიტყუათა, რომელ-ესე იხილეს თუალთა შენთა და ნუცა განიშორებ გულისაგან შენისა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, არამედ წურთილ ჰყვნე შვილნი შენნი და შვილნი შვილთა შენთანი.10. დღესა მას, რომელსა-იგი წარსდეგით თქუენ წინაშე უფლისა ღმრთისა თქუენისა ქორებს, რამეთუ მეტყოდა მე უფალი და მრქუა: შემოკრიბე ერი ეგე ჩემ წინაშე და ისმინნეს სიტყუანი ჩემნი და შეისწაონ შიში ჩემი ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, რავდენცა ცხონდენ ქუეყანასა ზედა, და ასწაონ შვილთაცა მათთა.
მეორე სჯულისა თავი 4