მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 4:7

6. დაცვად მცნებათა მათ და ყოფად ამისა, რამეთუ ესე არს სიბრძნე და მეცნიერებაჲ თქუენდა, წინაშე ყოველთა წარმართთა, რომელთა ესმოდის ყოველი სამართალი ესე თქუენი. აჰა, ესერა, ერი ბრძენი და მეცნიერი ნათესავი დიდი,7. რამეთუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისაჲმცა უფალი ღმერთი იყო მახლობელ მათა, ვითარცა უფალი ღმერთი ჩუენი მახლობელ არს ჩუენდა ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა ვხადოდით მას?8. ანუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისა მიცემულ არს სამართალი და მშჯავრი მსგავსად ყოვლისა ამის შჯულისა, რომელ-ესე მე მიგეც თქუენ დღესდღე?
მეორე სჯულისა თავი 4
7. რამეთუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისაჲმცა უფალი ღმერთი იყო მახლობელ მათა, ვითარცა უფალი ღმერთი ჩუენი მახლობელ არს ჩუენდა ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა ვხადოდით მას?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 147-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სტიქიონთა გარდაქმნა და რჯულის ნიჭი:

...მშვიდობა; აქ კი სიტყვა უმაღლესისკენ აჰყავს, რჯულდადების შესახებ მსჯელობას შლის, რაც კეთილმოქმედების უმთავრესი სახეა: ბოროტებისგან განრიდება, სათნოებისკენ მიძღოლა და გონების განათლება. ამიტომ მოსეც ამას კვლავ და კვლავ იმეორებდა და ამბობდა: „რომელია ამ ხალხის მსგავსი?“ ()5 „დიდი ერი, რომელსაც ღმერთი ახლოს ჰყავს, როგორც უფალი ღმერთი ჩვენი, ყოველივეში, რაშიც მოვუხმობთ მას?“ ()5 და დავითიც კვლავ ამბობს: „ყუნის წყალობანი უფალმან და სამართალი ყოველთათჳს დაწუნებულთა“ (). „აუწყნა გზანი მისნი მოსეს და ძეთა ისრაჱლისათა - ნებანი მისნი“ (). და იერემიაც: „ეს არის ჩვენი ღმერთი; სხვა არ შეირაცხება მის გვერდით“ (...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 113-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის კურთხევა და ცოცხალთა ქება:

...ნი მოუვლინა. ამას სხვაგანაც ქადაგებს და ამბობს: „არა უყო ესრეთ ყოველსა ნათესავსა და სამართალნი მისნი არა გამოუცხადნა მათ“ (). სხვაც ამბობს: „რამეთუ რომელი არს ნათესავი დიდი, რომლისაჲმცა უფალი ღმერთი იყო მახლობელ მათა“ ()? „მცირედნი დიდთა თანა“ (). ამბობს, რომ არც ერთი მოდგმა არ ყოფილა კურთხევას მოკლებული, არამედ ეს ყველა მათგანზე ვრცელდებოდა. „შეგძინენ უფალმან თქუენ ზედა, თქუენ ზედა და შვილთა თქუენთა ზედა“ (). ხედავ კურთხევის სხვა სახესაც - მოდგმის გამრავლებას? ამიტომაც სხვაც, საწინააღმდეგოს სასჯელის რიგში წარმოთქვამს და ამბობს: „რამეთუ, მეუფეო, შევმცირდით უფროს ყოველთა ნათესავთა და ვართ მდაბალნი ყოველსა შორის ქუეყანასა დღეს ცოდვათა ჩვენთათჳს“ ().

ამ კურთხევით ეგვიპტეში ყოფნის დროსაც სარგებლობდნენ, თუმცა უთვალავი დაბრკოლება იყო: სამუშაოები, ტანჯვა, დამპყრობელთა სისასტიკე; მაგრამ...

სრულად ნახვა