მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 4:35

34. ანუ თუ გან-სადამე-ცადა ღმერთმან შესლვად და გამოყვანებად ნათესავი ნათესავთაგან სასწაულებითა და ნიშებითა ჴელითა მტკიცითა და მკლავითა მაღლითა და საჩუენებელითა დიდძალითა ყოველთათჳს, რომელ ყო უფალმან ღმერთმან თქვენმან ქუეყანასა მას ეგჳპტელთასა წინაშე შენსა,35. რათა გულისხმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ არს ღმერთ და არა არს სხუა ღმერთ მისა გარე.36. ცით გარდამო ისმა ჴმაჲ მისი სასწაულად შენდა და ქუეყანასა ზედა გიჩუენა შენ ცეცხლი იგი მისი დიდი და სიტყუაჲ იგი მისი გესმა შორის ცეცხლსა მას.
მეორე სჯულისა თავი 4
35. რათა გულისხმა-ჰყო, რამეთუ უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ არს ღმერთ და არა არს სხუა ღმერთ მისა გარე.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 109-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ქრისტეს უფალობა და იუდეველთა მხილება:

...და როგორ, ამბობს, შემოგყავს სხვა უფალი, როცა წერილი ცხადად ამბობს: „უფალი ღმერთი შენი მხოლოჲ უფალ არს“ (), „მას მხოლოსა ჰმსახურებდე“ (), და „არა არს სხუა ღმერთ მისა გარე“ ()?

მაშ, მითხარი, ვის მიმართ არის ეს ნათქვამი? უპირველესად, ის სიტყვები შენს უმადურებას მიემართა, იუდეველო. რატომ არ ითქვა ასეთი რამ არც აბრაამისთვის, არც ისააკისთვის, არც იაკობისთვის, არც მოსესთვის, არამედ მხოლოდ შენთვის, როცა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ხბოს ქმნიდი? რის გამო, მითხარი? თუ თავად ვერ ხვდები, მიზეზი ჩემგან ისწავლე. რადგან, გამოსვლის შემდეგ ხბო რომ გააკეთე, ბეელფეგორს მიეძღვენი და ღმერთების დასისკენ იყავი გახელებული, ის ურჯულო მრავალღმერთიანობა შემოგქონდა; ამიტომ შენი სენის შესაკავებლად, არარსებული ღმერთებისგან გასარჩევად, სიტყვა „ერთი“ დაიდო, და არა მხოლოდშობილის უარსაყოფად. თორემ რის გამო...

სრულად ნახვა