...ოძღურებასა ხუცესთასა?“ ამისგან საცნაურ არს, ვითარმედ მრავალსა მღდელნი იგი მათნი თავით თჳსით მოძღურიდეს ახალთა მოძღურებათა, დაღაცათუ მოსე დიდითა შიშითა და შეჩუენებითა ამცნო მათ, რაჲთა არცა რაჲ შესძინონ, არცა დააკლონ; რამეთუ იტყჳს: „არა შესძინოთ სიტყუასა ამას ზედა, რომელსა გამცნებ დღეს, არცა რაჲ დააკლოთ მას“. ხოლო იგინი მრავალსა დააკლებდეს და მრავალსა ცუდად შესძინებდეს, ვითარცა ესე წინამდებარე სიტყუაჲ იყო: უბანელითა ჴელი-თა არაჭამაჲ, და განრცხაჲ სასუმლებისაჲ და სტამნებისაჲ და ქუაბებისაჲ და ცხედრებისაჲ, და რაჲთა იბანებოდიან ზედაჲსზედა. რამეთუ ოდეს-იგი ჯერ-იყოღა დაცხრომაჲ მათი ზმნათაგან, მაშინღა უმეტესად განამრავლეს ზმნაჲ ერსა მას შორის, რაჲთა ყვნენ თავნი თჳსნი, ვითარცა რჩულისმდებელნი. და ესოდენად უშჯულოებად აღემატა საქმე იგი, ვიდრეღა მათთა მათ მცნებათა ისწრაფდეს დამტკიცებად და ღმრთისათა უგულებელსჰყოფდეს. და ესოდენ მტკიცედ აქუნდეს თავით თჳსით დაწესებულნი იგი ზმნანი, ვიდრეღა გარდასლვაჲ მათი დიდად საბრალობელად შეერაცხა და მცნებანი ღმრთისანი შეურაცხ-ეყვნეს. ამისთჳს აწ ამათ სხუაჲ იგი ყოველი დაუტევეს თქუმად - სასუმლებისათჳს და სტამნებისა და ქუაბებისა, რამეთუ საცინელ იყო, და უბანელითა ჴელითა ჭამისათჳს წარმოიღეს სიტყუაჲ. ესე ამისთჳს ყვეს და...
მეორე სჯულისა 4:2
1. აწ გესმოდენ ისრაჱლსა სამართალი და მსჯავრი, რომელსა-ესე მე გასწავებ შენ დღესდღე ყოფად მაგისა, რათა სცხონდე და განსძლიერდე, შეხჳდე და დაიმკჳდრო ქუეყანაჲ იგი, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მამათა შენთამან მოგცეს შენ.2. არა შესძინო შენ სიტყუაჲ ერთი, რომელსა-ესე მე გამცნებ თქუენ და არცა დააკლოთ მაგას, არამედ დაიცვნე შენ მცნებანი უფლისა ღმრთისა შენისანი, რომელთა-ესე მე გამცნებ შენ დღესდღე.3. თუალნი თქუენნი ხედვიდეს, რაჲ-იგი უყო უფალმან ღმერთმან ბელფეგოს, რამეთუ ყოველი კაცი, რომელი შეუდგა ბელფეგორსა, აღჴოცა იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან საშოვლისაგან.
მეორე სჯულისა თავი 4