მეორე სჯულისა 31:22
21. და იყოს, რაჟამს პოვნენ იგინი ჭირთა ბოროტთა და ძჳრთა და აღუდგეს წინაშე პირსა მათსა გალობაჲ ესე საწამებელად ჩემდა. და არა დავიწყებულ იყოს ეს პირისაგან ნათესავისა მათისა, რამეთუ მე უწყი უკეთურებაჲ იგი მათი, რომელსა-ეგე იქმან დღეს, ვიდრე არღა შემიყვანებიან ეგენი ქუეყანასა მას კეთილსა, რომელ-იგი ვეფუცე მამათა მათთა.22. დაწერა მოსე გალობაჲ ესე მას დღესა შინა და ასწავებდა ძეთა მათ ისრაჱლისათა.23. და ამცნებდა მოსე ისოს, ძესა ნავესსა, და ჰრქუა მას: მჴნე იყავ, განძლიერდი, რამეთუ შენ შეიყვანნე ძენი ეგე ისრაჱლისანი ქუეყანასა მას, რომლისათჳს ეფუცა უფალი მათ, რამეთუ იგი თავადი წინაგიძღოდის შენ.
მეორე სჯულისა თავი 31