მეორე სჯულისა 31:14
13. და შვილთაცა მათთა, რომელთა არა იცოდიან, ისმინონ და შეისწაონ შიში უფლისა ღმრთისა თქუენისაჲ ყოველთა დღეთა ცხორებისა მათისათა, რავდენ ცხონდენ ქუეყანასა მას ზედა, რომლისათჳს-ეგე თქუენ წიაღხუალთ იორდანესა დამკჳდრებად მისა.14. მერმე სიტყუად იწყო უფალმან მოსესა და ჰრქუა: ესერა, მოახლებულ არიან დღენი სიკუდილისა შენისანი, მოუწოდე ისოს და დაადგინე იგი კაცთა ზედა კარვისა მის საწამებელისათა და ვამცნებდე მას. და მივიდეს მოსე და ისო კარავსა მას საწამებელისასა და დადგეს კართა თანა კარვისა მის საწამებელისათა.15. და გარდამოჴდა უფალი სუეტითა მით ღრუბლისაჲთა წინაშე კართა მის საწამებელისათა.
მეორე სჯულისა თავი 31