მეორე სჯულისა 29:21
20. და არღა უნდეს ღმერთსა შენდობად მისა, აღატყდეს, ვითარცა ცეცხლი, რისხვაჲ იგი უფლისაჲ და შური იგი კაცისა მის ზედა. და ეწინეს მას წყევანი იგი ამათ მცნებათანი, რომელნი-იგი წერილ არიან წიგნსა ამას შჯულისასა. და აღჴოცოს უფალმან ღმერთმან სახელი მისი ქუეყანისა მისგან.21. და დაჰკრიბოს უფალმან ღმერთმან ყოველი იგი წყევაჲ ძეთა მათ ზედა ისრაჱლისაათა მსგავსად ყოვლისა მის წყევისა, რომელი-იგი წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა.22. და თქუენ ნათესავთა მათ სხუათა ნაშობთა მათ თქუენთა, რომელნი აღდგენ შემდგომად თქუენსა და უცხონი იგი, რომელ მოსრულ იყვნენ თქუენდა, რაჟამს იხილნენ გუემანი იგი და სალმობანი სნეულებისანი, რომელნი მოავლინნეს მათ ზედა უფალმან.
მეორე სჯულისა თავი 29