მეორე სჯულისა 28:60
59. და განაძლიერნეს უფალმან გუემანი იგი შენნი და გუემანი იგი ნათესავისა შენისანი, გუემანი იგი დიდ-დიდნი და საკჳრველნი სენითა მით პირად-პირადითა და ბოროტითა,60. და მოაქცინეს შენ ზედა სალმობანი იგი მეგჳპტელთანი ძჳრად-ძჳრადნი, რომელთაგან-იგი შეძრწუნებულა მათგან.61. და მოვიდენ შენ ზედა ყოველნი იგი გუემანი, რომელ-იგი წერილ არს და რომელ-იგი არა წერილ არს წიგნსა მას შჯულისასა, მოავლინოს იგი უფალმან შენ ზედა, ვიდრემდის მოგსპოს შენ.
მეორე სჯულისა თავი 28