მეორე სჯულისა 28:57
56. და რომელ-იგი ფუფუნეულ იყოს და ნუკეულ შენ შორის, რომელმან რაჲთურთით არა იცოდის გამოცდილებაჲ სიფიცხლისაჲ და არცა დაედგას ფერჴი ქუეყანასა ზედა სიჩჩოით ფუფუნეულებისა მისისაჲთ, თუალძჳრ იქნეს ქმრისათჳს მკერდისა თჳსისა და შვილთა თჳსთათჳს და ასულთა თჳსთათჳს,57. რომელი-იგი გამოსრულ იყოს წყვილთა მისთა და შეშჭამდეს ნაშობთა მუცლისა თჳსისათა იდუმალ უპოვარებითა მით და იწროებითა ჭირისა მისისაჲთა, რომელსა-იგი გაჭირებდეს შენ მტერნი იგი შენნი ყოველთა შინა ქალაქთა შენთა.58. არა თუ ისმინო შენ ყოფად ყოველთა ამათ სიტყუათა სჯულისათა, რომელ-ესე დაწერილ არიან წიგნთა ამათ და გეშინოდის შენ სახელისა მის პატიოსნისა და დიდებულისა უფლისა ღმრთისა შენისაჲსა.
მეორე სჯულისა თავი 28