მეორე სჯულისა 28:21
20. და მოავლინოს შენ ზედა უპოვარებაჲ და ნაკლულვანებაჲ და უნაყოფოებაჲ ყოველსა, რომელსა მიჰყო ჴელი შენი, ვიდრემდის მოგსპოს შენ და წარგწყმიდო შენ მსთუად ბოროტთა მათ საქმეთა შენთათჳს, რამეთუ დაუტევე შენ უფალი ღმერთი შენი.21. და მოავლინოს უფალმან შენ ზედა სიკუდილი და მოსრვაჲ, ვიდრემდის მოგასრულოს შენ ქუეყანისა მისგან, რომელსა-ეგე შეხუალ დამკჳდრებად მუნ.22. და გგუემოს შენ ჰოროლებითა და სენითა სიცხისაჲთა, და ცხროჲთა დაწერტითა უსაზომოჲთა და კაცისკლვითა და გუემითა ხორშაკისაჲთა, გუნითა და დანდალუკითა. ესე ყოველი მოიწიოს შენ ზედა და მოგსპოს შენ ქუეყანისა მისგან, რომელსა-იგი შეხუალ დამკჳდრებად მუნ.
მეორე სჯულისა თავი 28