მეორე სჯულისა 26:12
11. და იხარებდე შენ ყოვლითა მით კეთილითა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ, შენ და სახლი შენი და ლევიტელი იგი და მწირი იგი, რომელ დამკჳდრებულ იყო შენ თანა.12. უკეთუ გამოასრულო გამოცემად ყოველი იგი ათეული ნაყოფისა მის ქუეყანისა შენისაჲ წელსა მას მესამესა, მეორე ნაწილი ათეულისაჲ მის მისცე ლევიტელსა მას და მწირსა მას, და ობოლსა მას და ქურივსა მას, ჭამენ ქალაქსა მას შინა შენსა და განძღებოდიან.13. და სთქუა შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა: განვწმიდე მე სახლისა ჩემისაგან ყოველნი იგი მსხუერპლნი და მივეც იგინი ლევიტელსა მას და მწირსა მას და მსხემსა მას ობოლსა მას და ქურივსა და ყოველნი იგი მცნებანი შენნი, რომელ მამცნენ მე, დავიმარხენ და არა დავივიწყენ იგი მცნებანი შენნი.
მეორე სჯულისა თავი 26