...ა წერილში. მაგრამ ჰერი „უკეთურ" აღმოჩნდა „წინაშე უფლისა" — და ღმერთმა მოკლა იგი. და ავნანს, რომელმაც ძმის ცოლი შეირთო, ღმერთმა ძმისთვის თესლის აღდგინება ამცნო. სწორედ ასე ბრძანებდა რჯული, რომ ძმის სიკვდილის შემდეგ, რომელსაც შვილები არ დარჩენოდა, მეორე ძმამ მისი ცოლი შეერთო და ძმისთვის თესლი აღედგინა (). მაგრამ ავნანიც ბოროტი აღმოჩნდა; ღმერთმა სიკვდილით დასაჯა ისიც. იუდამ, როცა ორი ვაჟის მოულოდნელი სიკვდილი იხილა, შეშინდა და თამარის დასამშვიდებლად მესამე ვაჟის მიცემა აღუთქვა, მაგრამ შიშობდა, ისიც ძმებივით არ დასჯილიყო, და აღთქმას არ ასრულებდა. ხოლო თამარი, აღთქმით ნუგეშცემული, „სახლსა შინა მამისა თჳსისასა" რჩებოდა და მამამთილის აღთქმის შესრულებას ელოდებოდა. თუმცა ხედავდა, რომ იუდას აღთქმის შესრულება არ სურდა, მაინც მოთმინებით ითმენდა, რადგან არ ნებავდა სხვასთან ქორწინება, არამედ ქვრივობას იტანდა ხელსაყრელი დროის მოლოდინში, რადგან იმედი ჰქონდა, თავად მამამთილისგან შეეძინა შვილები. და, როცა შეიტყო, რომ მისი დედამთილი გარდაიცვალა, იუდა კი თამნაში ცხვრების საპარსავად წავიდა, თამარმა მოტყუებით მამამთილის სარეცელი განიზრახა, რათა მისგან ეშვა შვილები, — არა ხორციელი გულისთქმის გამო, — არა, — არამედ იმისთვის, რომ უშვილო არ დარჩენ...
მეორე სჯულისა 25:5
4. ჴარსა მეკალოესა პირსა ნუ დაუკრავ.5. და-თუ-მკჳდრებულ იყვნენ შენ შორის ორნი ძმანი ერთად და მოკუდეს ერთი იგი მათგანი და ცოლი იგი მისი უშვილო დაშთეს, ნუ განვალნ იგი ქმრისა უცხოსა, არამედ ძმამან მისმან მიიყვანოს იგი და შეირთოს ცოლად.6. და თუ ესუას მისგანი შვილი, დაადგინოს იგი სახელად ძმისა მის თჳსისა მომკუდრისა. მიუგოს და ჰრქუას: ესე ეყავნ კაცსა, რომელმან არა ინებოს აღშენებად სახლი ძმისა მის მისისაჲ და ერქუას მას სახელი შორის ისრაჱლსა სახლი ჴამლთწარჴდილისაჲ, იბრძოდიან თუ ორნი კაცნი ურთიერთას მოყუასნი და მივიდეს ცოლი ერთისა მის მათგანისაჲ განრინებად ქმრისა მისსა მგუემელისა მისგან, და მიყოს ჴელი მისი და შებმა-უყოს მჩობლთა მისთა, წარვჰკუეთო ჴელი მისი და არა შეიწყალოს იგი თუალმან შენმან.
მეორე სჯულისა თავი 25