მეორე სჯულისა 22:6
5. ნუ შეიმოსნ დედაკაცი სამოსელსა მამაკაცისასა, ნუცა მამაკაცი შეიმოსნ სამოსელსა დედაკაცისასა, რამეთუ საძაგელ არს უფლისა ღმრთისა შენისა ყოველივე, რომელი იქმს ეგევითარსა.6. უკეთუ ჰპოვნე სადამე შენ მართუენი მფრინველისანი ბუდეთა ზედა, ანუ თუ ხეთა ზედა, ანუ თუ ქუეყანასა, ანუ თუ მართუენი, ანუ კუერცხნი, და დედაჲ იგი ზედა ჯდეს, ანუ აცხობდეს, ანუ თუ ზრდიდეს, ნუ წარმოჰკრებ მართუეთა მათ დედითურთ.7. არამედ დედაჲ იგი განტევებით განუტეო, ხოლო მართუენი იგი წარმოჰკრიბნე, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო.
მეორე სჯულისა თავი 22