მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 21:23

22. იყოს თუ ვის ზედამე სიკუდილისა თანამდებისა და მოკლან იგი და ჯუარს-აცვან,23. არა დაუტეოთ გუამი იგი მისი ჯუარსა ზედა, არამედ გარდამოიღო იგი და დაჰფლა მასვე დღესა, დაწყეულ არს უფლისა მიერ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა და ნუ შეაბილწებთ ადგილსა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა.
მეორე სჯულისა თავი 21
23. არა დაუტეოთ გუამი იგი მისი ჯუარსა ზედა, არამედ გარდამოიღო იგი და დაჰფლა მასვე დღესა, დაწყეულ არს უფლისა მიერ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა და ნუ შეაბილწებთ ადგილსა მას, რომელი-იგი უფალმან ღმერთმან თქუენმან მოგცეს თქუენ ნაწილად მკჳდრობისა თქუენისა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ვ̂. ვითარმედ შჯული არა განამართლებს, არამედ ამხილებს და წყევასა შესთხევს, რომელი დაჰჴსნა ქრისტემან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ქრისტემან მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე, რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა (3,13).:

...ნდა სიკუდილისაგან, ეგრეთვე, ვინაჲთგან წყევისა თავს-დებაჲ ჯერ-იყო დაჴსნად წყევისა, ამისთჳს, რომელი-იგი ცოდვისა მიერ არა თანამდებ იყო წყევისა, ჯუარცუმისა იგი წყევაჲ ანაცვალა წყევასა ცოდვისა მის შჯულისა გარდასლვისასა, რამეთუ ძელსა დამოკიდებულისათჳსცა თქუმულ იყო: "წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა" (), რაჲთა თავს-დებითა წყევასა მას ძელსა დამოკიდებისასა გამომიჴსნნეს ჩუენ წყევისაგან შჯულისა გარდასლვისა, და ესრეთ მიიტაცა პატიჟი ჩუენი, ვითარ-იგი თანამდებსა ვისმე სიკუდილისასა ენაცვალის ვინმე სიკუდიდ, ყოვლად არათანამდები სიკუდილისაჲ.

მოციქულისაჲ: რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესუჲს მიერ (3,14).

თარგმანი: წყევასა მას ძელსა დამოკიდებისასა თავს-დებითა ქრისტემან კურთხევაჲ იგი, აბრაჰამის მიმართ აღთქუმული, დაუმკჳდრა, ვითარ-იგი თქუმულ იყო, ვითარმედ: ნათესავისა შენისა მიმართ იკურთხეოდიან ყოველნი წარმართნი, რომელი-ესე ჰურიათა არა შეეტყუების, რომელნი-იგი თანამდებ იყვნეს წყევასა მას შჯულისა გარდასლვისასა; და ვერვინ, თჳთ თანამდები წყევისაჲ, სხუათა მიმცემელ ექმნეს კურთხევისა. ვინაჲცა ცხად არს, ვითარმედ ქრისტე იყო ნათესავისაგან აბრაჰამისა შობილ, და მისსა მიმართ, ესე იგი არს — მისგან იკურთხნეს ყოველნი წარმართ...

სრულად ნახვა