მეორე სჯულისა 20:19
18. რათა არა გასწაონ შენ ყოველი იგი საქმე ბილწებისაჲ, რომელსა-იგი იქმოდეს კერპთა მიმართ მათთა და გაცთუნონ შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.19. უკეთუ მიხვიდე და გარემოადგე რომელსამე ქალაქსა, და მოიცვა იგი და ჰბრძოდი მას ბრძოლითა მრავალ დღე, ნუ დაჰკაფ შენ ნერგსა მათსა მახჳლითა შენითა, არამედ ჭამით შჭამდე შენ მათ, ნუ მოჰკვეთ შენ ხესა ხილისა გამომღებელსა პატნეზად, შესაცველად გამოსაპყრობელად მისა.20. არამედ იგი ძელი მოჰკაფო, რომელი უწყოდი, ვითარმედ არა ხილისა გამომღებელი იყოს, და დამოაქმნა მას გარემო საბრძოლად ქალაქსა მას, ვიდრემდის უფალმან ღმერთმან მოგცეს ქალაქი იგი ჴელთა შენთა.
მეორე სჯულისა თავი 20