მეორე სჯულისა 20:18
17. არამედ წყევით დასწყევნე იგინი, ქეტელი იგი და ამორეველი, და ქანანელი იგი, და ფერეზელი იგი, და ეველი იგი, და გერგესეველი იგი და იაბოსელი იგი, ვითარცა გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან,18. რათა არა გასწაონ შენ ყოველი იგი საქმე ბილწებისაჲ, რომელსა-იგი იქმოდეს კერპთა მიმართ მათთა და გაცთუნონ შენ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.19. უკეთუ მიხვიდე და გარემოადგე რომელსამე ქალაქსა, და მოიცვა იგი და ჰბრძოდი მას ბრძოლითა მრავალ დღე, ნუ დაჰკაფ შენ ნერგსა მათსა მახჳლითა შენითა, არამედ ჭამით შჭამდე შენ მათ, ნუ მოჰკვეთ შენ ხესა ხილისა გამომღებელსა პატნეზად, შესაცველად გამოსაპყრობელად მისა.
მეორე სჯულისა თავი 20