მეორე სჯულისა 19:9
8. უკეთუ განვრცობით განგივრცნეს უფალმან ღმერთმან შენმან საზღვარნი იგი შენნი, ვითარცა-იგი ეფუცა მამათა შენთა და მოგცეს შენ ყოველი-იგი ქუეყანაჲ, ვითარცა-იგი ეტყოდა მამათა შენთა.9. უკეთუ სმენით ისმინნე ყოფად ყოველთა ამათ მცნებათა ჩემთა, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ დღეს, და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი და ხვიდოდი გზათა მისთა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა, შესძინო შენ სამიღა ქალაქი სხუაჲ სამთა მათ ქალაქთა,10. რათა არა დაითხეოდის სისხლი უბრალოჲ ქუეყანასა მას შენსა, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან მოგცეს შენ დამკვიდრებად და ნუმცა იპოების შენ შორის თანამდებ სისხლისა.
მეორე სჯულისა თავი 19