მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე სჯულისა 18:15

14. ხოლო წარმართნი ესე, რომელნი შენ დაიმკვიდრნე, ჰავის ზმნთა და მისნობათა აღრეულ იყვნეს, ხოლო შენ არა ეგრე გამცნო უფალმან ღმერთმან შენმან.15. რამეთუ წინაწარმეტყუელი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაჲ, ვითარცა-ესე მე მისი.16. ისმინეთ მსგავსად ყოვლისა მის, რომელი-იგი ითხოვე უფლისა ღმრთისა შენისაგან ქორებს ჟამსა მას შეკრებისასა, რამეთუ სთქუათ: არღარა შევსძინოთ ჩუენ სმენად ჴმისა მის უფლისა ღმრთისა ჩუენისაჲსა. და ცეცხლი ესე დიდი არღარა ვიხილოთ მერმე, რათა არღარა მოვწყდეთ.
მეორე სჯულისა თავი 18
15. რამეთუ წინაწარმეტყუელი ერთი აღგიდგინოს შენ უფალმან ღმერთმან შენმან ძმათაგანივე შენთაჲ, ვითარცა-ესე მე მისი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ე̂. სულიერისა ცხორებისათჳს და არა ჴორციელისა, რომელი-იგი არს მსგავსებაჲ სიკუდილსა ქრისტესსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომლისათჳს ყოვლისაგან ვიზღვიე და შემირაცხიეს იგი ნაგევად, რაჲთა ქრისტე შევიძინო (3,8).:

...საგან საქმეთაჲსა, არამედ უმეცრებისაგან მჴმარებელისა მისისა, იგავისაებრ ზემოთქუმულისა სანთლისა და ბრპენისა. რამეთუ წიგნი იგი ძუელისა შჯულისაჲ იტყჳს მოსეს მიერ: "წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან ძმათაგან თქუენთა, ვითარ-ესე მე (ესე იგი არს, მსგავს ჩემდა ქმნილი ჴორცთშესხმითა; მისი ისმინეთ" (). აწ, უკუეთუ არა ისმინო ქრისტესი, და შეუდგე მოსეს, ზოგად განვრდომილ ხარ: მოსესგან — ვითარცა ურჩი სიტყჳსა მისისაჲ, და ქრისტესაგან — ვითარცა ურწმუნოჲ მისი. ვინაჲცა ჩუენ პირველად ამას ვიტყჳთ, ვითარმედ ბრედ არა ძუელსა შჯულსა უწოდს, არამედ სოფლიოთა საქმეთა. და, დაღათუ შჯულსა უწოდს, ისმინე გულისჴმის-ყოფით განმარტებაჲ მაგისი: ბრე უწოდიან უმსხჳლესსა მას წულილისა ბზისასა, და უწულილესსა ჩელხისასა, რომელი ვერ წარიღებვის ქარითა, არამედ ზედა-მოეჴადების ცხრილითა. აწ უკუე, საჴმარ ვიდრემე იყო ბრე, ვიდრე აღზრდადმდე და განსრულებად იფქლისა, ხოლო სრულ იქმნეს რაჲ მარცუალი, მიერითგან არღარად უჴმან საბურველნი. ამისთჳს განილეწვის და განინქრევის, და — განწმედილი ბზისაგან და ბრისა და ჩელხისა — თჳსსა საუნჯესა დაიუნჯების. ესრეთვე გულისჴმა-ყავ ძუელისა შჯულისათჳს, ვითარმედ: ვიდრე ქრისტეს განკაცებადმდე საჴმარ იყო, ვითარცა მისსა მიმართ მომყვანებელი, რამეთუ სა...

სრულად ნახვა
თავი ზ̂. ვითარმედ არა შჯულისაგან, არამედ აღთქუმისაგან არიან კეთილნი, ხოლო შჯული — განმმზადებელი მხილებისა მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ უკუეთუმცა მოცემულ იყო შჯული, შემძლებელი ცხორებად, ნამდჳლვე სამე შჯულისაგანმცა იყო სიმართლე, არამედ შეაყენნა წიგნმან ყოველივე ცოდვასა ქუეშე, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სარწმუნოებისაგან იესუ ქრისტესისა მოეცეს მორწმუნეთა (3,21-22).:

...არმედ არა მტერ იყო შჯული, არამედ — წინაგანმმზადებელ და მიმყვანებელ კაცთა აღთქუმისა-მიერისა მის მიმართ განმართლებისა ქრისტეს მიერ; რომელი-იგი გამოჩნდა რაჲ და მოიწია, ამიერითგან შჯული აღსრულებად თჳსსა შეჰრაცხს დატევებასა მისსა და შედგომასა ქრისტესსა; რამეთუ იგი თჳთ ამას ქადაგებდა, ვითარმედ: "მისი ისმინეთ!" ()

მოციქულისაჲ: ხოლო პირველ მოწევნადმდე სარწმუნოებისა შჯულსა ქუეშე მოცვულ ვიყვენით და შეყენებულ მერმისა მისთჳს სარწმუნოებისა გამოჩინებადმდე (3,23).

თარგმანი: არა თუ პირველ ქმნულთა ცოდვათა მოტევებაჲ, არამედ წინამდებარეთა მიმართ განკრძალებაჲ აქუნდა შჯულსა; რამეთუ დაშჯითა და ტანჯვითა, მხილებითა და განქიქებითა ცოდვისაჲთა გარე-მოვეცვენით სახედ ზღუდისა, და შეყენებით შეიწრებითა მათ შინა, გუაჭირვებდა ძიებად განმათავისუფლებელსა ცოდვათაგან, რომლისა ყოფადსა მოსლვასა გჳქადაგებდა, რაჲთა წინა-განგუსწავლნეს სურვილით მოლოდებად და მივლტოლვად მისსა მიმართ, რაჲთა არა შიშითა უკურნებელობისაჲთა დავსძინოთ ცოდვაჲ ცოდვასა ზედა, ვითარცა შუენის სასოწარკუეთილთა.

მოციქულისაჲ: ვინაიცა შჯული იგი მზარდულ გუექმნა ჩუენ ქრისტეს მიმართ, რაჲთა სარწმუნოებითა განვმართლდეთ (3,24).

თარგმანი: კეთილად თქუა შჯულისათჳს სახელი მზარდულობისაჲ, რამეთუ ვითარცა-იგი მზარ...

სრულად ნახვა
თავი დ̂. ვითარმედ სარწმუნოებისა მიერ მიეცემის სიწმიდე და არა შჯულისა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე (2,19).:

...სსა, მიერ შჯულისა გარდამავალ ჰყოფს მათ.

მოციქულისაჲ: რამეთუ მე შჯულისათჳს შჯულითა მოვკუედ, რაჲთა ღმრთისა ვცხოვნდე (2,19).

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: მე თჳთ მის შჯულისაჲ ვირწმუნე, მეტყოდა რაჲ შჯულისმდებელი ქრისტესთჳს, ვითარმედ: "წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან, მისი ისმინეთ" (). ამან შჯულისა სიტყუამან მომაკუდინა თჳთ მის შჯულისაგან, რაჲთა, ვითარცა მკუდარი, უქმ ვიყო მოქმედებად მისსა, და ყოვლითა ძალითა შეუდგე საღმრთოდ ცხორებასა, რომელ არს მოქმედებაჲ მცნებათა და ბრძანებათა ქრისტესთაჲ. გინათუ ესრეთ, რამეთუ შჯულად სულისა ცხორებისა მის მიერ სხუასა ადგილსა წოდებულმან სახარებამან მოაკუდინა იგი შჯულად სიკუდილისა სახელდებულისა მისგან ძუელისა შჯულისა, რაჲთა მისგან — უქმ, ხოლო ამისსა — მოქმედ იყოს; რამეთუ ამისი მოქმედებაჲ არს მისი დაცვაჲ, ხოლო მისი მოქმედებაჲ — ზოგად ამისგან და მისგან გარდამავალ გუყოფს. გინათუ ესრეთცა, ვითარმედ: რომელი-იგი მიბრძანებდა ყოველსავე მას შინა წერილსა დაცვად, ხოლო ქმნად ვერცა ერთისა რაჲს შემეწეოდა, და არა-ქმნისათჳს მომკლვიდა წყევითა და პატიჟისყოფითა, ამისთჳსცა მის მიერ მოკლული წყევითა და პატიჟითა მკუდარ და უქმ ვარ ყოვლითურთ, არა თუ ღმერთმან განმაცხოველოს მადლით მოტევებითა ბრალთაჲთა, და...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი მვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „დრტჳნვიდეს მისთჳს ჰურიანი იგი, რამეთუ თქუა, ვითარმედ: მე ვარ პური იგი, რომელი ზეცით გარდამოვჴედ, და იტყოდეს: არა ესე არს იესუ, ძჱ იოსებისი, რომლისა მამაჲ და დედაჲ ჩუენ ვიცით? ვითარ უკუე იტყჳს აწ ესე, ვითარმედ: ზეცით გარდამოვჴედ?“ (6,41-42).:

...მაშინ უმეტესად დრტჳნვენ.

არამედ მითხართღა თქუენ, ჵ ჰურიანო, უკუეთუ ეგე არს წინაჲსწარმეტყუელი იგი, რომლისათჳს თქუენ იტყოდეთ, ვითარმედ: ესე არს წინაჲსწარმეტყუელი იგი, რომლისათჳს თქუა მოსე, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან ღმერთმან თქუენმან ძმათაგან თქუენთა, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. და ვინაჲთგან ამას იტყოდეთ და წინაჲსწარმეტყუელად შეგერაცხა იგი, ჯერ-იყო, რაჲთამცა ისმინეთ მისი და დაიჯერეთმცა სიტყუაჲ იგი, რომელ თქუა, ვითარმედ: „ზეცით გარდამოვჴედ“. არამედ იხილეთ მათი იგი უგულისხმოებაჲ, ვი-თარ არა ირწმუნებდეს მისსა, არამედ დრტჳნვიდეს და ჯერეთ ერიდებოდეს, რამეთუ ახლად ქმნილ იყო ოდენ სასწაული პურთაჲ მათ, და ამისთჳს ცხადად არა სიტყუა-უგებდეს მას ჟამსა, არამედ დრტჳნვიდეს და ესრეთ აჩუენებდეს, ვითარმედ მრისხანე იყვნეს, რომელ-იგი არა დაუგო მათ ტაბლაჲ იგი, რომლისათჳს ჰსუროდა, და დრტჳნვიდეს და იტყოდეს: „არა ესე არსო ძჱ იოსებისი?“ და ამის მიერ საცნაურ არს, ვი-თარმედ საკჳრველსა მას შობასა მისსა უმეცარ იყვნეს, ამისთჳს უწოდდეს მას ძედ იოსებისა. ხოლო იგი არა ჰრისხვიდა მათ, არცა ეტყოდა მათ, თუ: არა ვარ ძჱ იოსებისი; არა თუ ამისთჳს არა ეტყოდა, თუ: არა ძჱ ვარ იოსებისი, რომელ ძჱ მისი იყო, არამედ ამისთჳს, რამეთუ არღა ძალ-ედვა ტჳრთ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცი, რამეთუ მესია მოვალს, რომელსა ჰრქჳან ქრისტე. ოდეს მოვიდეს იგი, მითხრას ჩუენ ყოველი. ჰრქუა მას იესუ: მე ვარ, რომელი გეტყჳ შენ“ (4,25-26).:

...არმედ: „არა მოაკლდეს მთავარი იუდაჲსგან, არცა წინამძღუარი წყვილთაგან მისთა, ვიდრემდის მოვიდეს, რომელი-იგი წინამდებარე არს, და არს იგი მოლოდებაჲ წარმართთაჲ“. და თჳთ მოსე თქუა, რამეთუ: „წინაჲსწარმეტყუელი აღგიდგინოს თქუენ უფალმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. და გუელი რვალისაჲ და კუერთხი მოსესი და ისაკის დაკლვაჲ და სხუაჲ მრავალი ესევითარი მოსლვისა მისისა სახენი იყვნეს. ხოლო თუ ვინ თქუას, თუ: რაჲსათჳს არა მოართუა მას სახჱ წერილთაგან, ვითარ ნიკოდემოსს და ნათანაელს? გულისხმა-ყავთ, რამეთუ იგინი წერილთა მეცნიერნი იყვნეს, ხოლო ესე დედაკაცი იყო გლახაკი და უსწავლოჲ, და ამისთჳს წყლისა მის ცხოველისა ჴსენებითა მოიზიდა იგი, და ესრეთ მცირედ-მცირედ მოეჴსენა მას, ვითარ ასმიოდა სამე წერილი, და მერმეღა გამოუცხადა თავი თჳსი, ხოლო პირველითგან ვერ იტჳრთვიდა იგი, რაჲ-თამცა წერილისა სიტყუათაჲ ჰრწმენა. და ჰურიანი იტყოდეს, ვითარმედ: „ვიდრემდის სულთა ჩუენთა წარგუჴდი? უკუეთუ შენ ხარ ქრისტე, გჳთხარ ჩუენ“, და არარაჲ ჰრქუა, ხოლო ამას თჳნიერ გამოძიებისა გამოუცხადა თავი თჳსი, რამეთუ იცოდა, ვითარმედ მისი გონებაჲ წრფელი იყო, ვიდრე ჰურიათაჲ; რამეთუ იგინი კიცხევისათჳს...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ივ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „და ესე არს წამებაჲ იოვანესი, ოდეს მიავლინნეს ჰურიათა იერუსალჱმით მღდელნი და ლევიტელნი, რაჲთა ჰკითხონ მას, ვითარმედ: შენ ვინ ხარ?“ (1,19).:

...(მარკ. 9,11) და კუალად ჰკითხეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა? და ჰრქუა მათ: არა ვარ“ (1,21), და იგი წინაჲსწარმეტყუელი იყო. რად უკუე უარ-ყო? გარნა რამეთუ გონებათა მათთა ხედვიდა, ხოლო მათ ასმიოდა მოსესგან, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი აღადგინოს უფალმან ღმერთმან, ვითარცა მე; მისი ისმინეთ“. რამეთუ იგი ქრისტე იყო. ამისთჳს არა ჰრქუეს, თუ: წინაჲსწარმეტყუელი ხარა? ვითარცა ერთი სხუათა წინაჲსწარმეტყუელთაგანი, არამედ ესრეთ ჰრქუეს, ვითარმედ: „წინაჲსწარმეტყუელი იგი ხარა?“ იგი, რომელი მოსე თქუაო? ამისთჳს ამან თქუა, ვითარმედ: „არა ვარ“, არა თუ წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, არამედ იგი წინაჲსწარმეტყუელი არა ვარო, რომელსა მოსე იტყოდა. ხოლო მათ ჰრქუეს მას: „გუარქუ ჩუენ, ვინ ხარ, რაჲთა სიტყუაჲ მივართუათ მომავლინებელთა ჩუენთა“ (1,22). ჰხედავა, ვითარ აიძულებენ მას? ხოლო იგი სიტკბოებით დაჰჴსნის ყოველსა იჭუსა ბოროტსა და ესრეთ იტყჳს თავისა თჳსისათჳს, თუ ვინ არს. და ჰრქუა მათ:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მე - ჴმაჲ ღაღადებისაჲ უდაბნოსა ზედა: წარჰმარ-თენით გზანი უფლისანი, ; ; ;

სრულად ნახვა