მეორე სჯულისა 14:23
22. ათეული გამოსცი ყოვლისავე ნაყოფისა თესულისა შენისაჲ, რომელი იყოს ველთა შენთა წილად-წილად.23. და შეშჭამო იგი წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა ადგილსა მას, რომელსაცა გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა, მუნ შესწირო ყოველივე ათეული იფქლისა შენისაჲ და ზეთისა შენისაჲ და პირმშოები ზროხათა და ცხოვართა შენთაჲ, რათა შეისწაო შიში უფლისა ღმრთისა შენისა ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა.24. უკეთუ შორს იყოს შენგან გზაჲ იგი და ვერ შესწირო იგი, რამეთუ შორს იყოს შენგან ადგილი იგი, რომელი გამოირჩია უფალმან ღმერთმან შენმან წოდებად სახელი მისი მას ზედა რამეთუ გაკურთხა შენ უფალმან ღმერთმან შენმან.
მეორე სჯულისა თავი 14